Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - კორუფციისთვის არავინ დასჯილა


ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - სიკვდილის რისკები ისევ სახეზეა იმიტომ, რომ ელიტური კორუფციისთვის, რამაც რეალურად ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, არავინ დასჯილა; მერიაში კორუფცია გრძელდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის - ელიტური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა პრიორიტეტს არ წარმოადგენს, რასაც არც მალავენ.


 
"ეს საქმე იყო კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იმოქმედეს საგამოძიებო ორგანოებმა პარტიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში - შეგახსნებთ, ჯერ კობახიძემ გააკეთა განცხადება, გამორიცხა ელიტური კორუფცია, დაადგინა ფარგლები, რომლის მიხედვით მხოლოდ შემსრულებლები უნდა დასჯილიყვნენ და შემდეგ უმალვე იმოქმედეს ძალოვანმა უწყებებმა. არც ერთი მუხლი კორუფციას არ ეხება.
ამიტომ გვჭრდებოდა რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიურო და არა ფიქტიური, რომელსაც საგამოძიებო ფუნქციაც არ მისცეს.
მაგრამ ხელისუფლებისთვის ელიტური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა პრიორიტეტი არაა და ამას არც მალავენ: უარი თქვეს ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე; დაიცვეს კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები; უარი თქვეს პარლამენტში ანტი-კორუფციული საგამოძიებო კომისიის შექმნაზე; უარი თქვეს 2023 წელს OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე.
ბიუჯეტიდან ფულის ქურდობა (თუნდაც ამას მოზარდის სიკვდილი მოჰყვეს) მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, მთავარია ფული ბიძინა ივანიშვილს არავინ მოპაროს - მხოლოდ მაშინ ხდებიან უწყებები „ქმედითები“., - წერს ნათია მეზვრიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...