ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას რუსებმა ორეხოვო დაბომბეს, დაიღუპა 4 ადამიანი
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ორეხოვოში, ჰუმანიტარული დარიგების დახმარების პუნქტთან მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი – განაცხადა ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ.
„რაშისტებმა ჩაიდინეს სამხედრო დანაშაული ფრონტთან ახლოს მდებარე ორეხოვში – მართვადი ავიაბომბა ჩამოაგდეს დასახლებულ კვარტალში, ჰუმანიტარული დახმარების გაცემისას. ადგილზე დაიღუპა ოთხი ადამიანი – 43, 45 და 47 წლის ქალები და 47 წლის მამაკაცი“, – წერს მალაშკო.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 11 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სამძებრო სამუშაოები გრძელდება, ვინაიდან ნანგრევების ქვეშ ადამიანები შეიძლება იყვნენ მოყოლილნი.
„ნანგრევების ქვეშ არის 15 ადამიანზე მეტი. დარტყმის მომენტში ისინი შენობაში და იქვე, ქუჩაში იმყოფებოდნენ. აგრეთვე დაზიანდა აფეთქების ეპიცენტრთან მდებარე სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები“, – აღნიშნეს პოლიციაში.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.