Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება მოხდეს


არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბევრი ადამიანია, ვინც შეიძლება ასეთ ამბოხებას მხარი დაუჭიროს.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ პუტინის რეჟიმის სისუსტე გამოავლინა.

"ის პოლიტიკური ფიგურა გახდა. რატომ გაჩერდა? ზუსტად არ ვიცი. მათ თავად გადაწყვიტეს შეჩერებულიყვნენ. პუტინს არ აქვს სამხედრო ძალა რუსეთის შიგნით და მისი მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის დაცული“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ვაგნერელებმა“, შესაძლოა, უკრაინას ჩრდილოეთიდან შეუტიონ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...