Jump to content
Planeta.Ge

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენა დაამტკიცა


გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტანკებისთვის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია როგორც ბუნდესვერის, ასევე უკრაინის საჭიროებისთვის.

"რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს ხდის დამატებით საბრძოლო მასალის შეძენას - როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე იყენებს Panzerhaubitz 2000 და Leopard 2 ტანკებს, ამიტომ მოთხოვნა ჰაუბიცების 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და საბრძოლო ტანკების 120 მმ-იან ჭურვებზე გერმანიის დახმარებით კმაყოფილდება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან უკრაინას ბუნდესვერის საწყობებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს მიღებული.

IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...