ომის შემსწავლელი ინსტიტუტი - ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია
უკრაინაში, ომის 500 დღის განმავლობაში, რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია აღნიშნული.
"500 დღის წინ რუსეთმა წამოიწყო არაპროვოცირებული დაპყრობითი ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსი სამხედროები აპირებდნენ კიევის აღებას სამ დღეში, მაგრამ ვერ მიაღწიეს ვერცერთ დასახულ მიზანს უკრაინაში", - ნათქვამია ანგარიშში.
ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ შეაჩერა რუსეთის მრავალი შეტევა, მათ შორის კიევზე და გაათავისუფლა სუმისა და ჩერნიგოვის ოლქები, ასევე ხარკოვის, მიკოლაივის და ხერსონის ოლქების ნაწილი, რომლებიც რუსებს ჰქონდათ დროებით დაპყრობილი.
„უკრაინულმა ძალებმა დაიბრუნეს ინიციატივა და აწარმოებენ კონტრშეტევის ოპერაციებს ფრონტის უმეტესი ნაწილის გასწვრივ, ხოლო რუსული ძალები თითქმის მთლიანად არიან ორიენტირებული შეინარჩუნონ უკრაინის ის მიწები, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.
პალიტრა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.