Jump to content
Planeta.Ge

პრეზიდენტი - მინდა მოვუწოდო შსს-ს, აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება, ეს მისი მოვალეობაა - მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ ყველანაირი ძალადობრივი ქმედება აღკვეთოს.

როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე, პრაიდის კონტრაქციის მონაწილეების მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლასთან დაკავშირებით განაცხადა, მმართველი გუნდი თავისი მესიჯბოქსებით სიძულვილის ენასა და დაპირისპირებას აქეზებს, რაც უნდა შეწყდეს.

„მინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, რომ სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება შეწყვიტოს. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად გაკონტროლებულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. პრაიდის მოწინააღმდეგეებს ფესტივალის მონაწილეები ადგილზე არ დახვდათ, რადგან ისინი ტერიტორიიდან ევაკუაციის გზით გაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ლისის ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...