Jump to content
Planeta.Ge

შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა - ბრიტანეთის ელჩი


„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა“, – ამის შესახებ საქართველოს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ტვიტერზე“ წერს.

„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს მარკ კლეიტონი.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.

ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...