Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ერთნი არიან... "ოცნება" ერთი ხელით უსაფრთხოების დაცვის ცრუ გარანტიებს იძლეოდა და მეორე ხელით ძალადობას აორგანიზებდა


ხელისუფლება და ძალადობრივი ჯგუფები ერთნი არიან. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ოცნება ერთი ხელით (ინსტიტუტების პირით) უსაფრთხოების დაცვის ცრუ გარანტიებს იძლეოდა და მეორე ხელით (ძალადობრივი ჯფუგების გამოყენებით) ძალადობას აორგანიზებდა., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.


მისივე განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ბოლომდე დაასუსტა ძალოვანი უწყებებისადმი (მათ შორის) საზოგადოების ნდობა.



"ამიტომ, ცოტა მიკვირდა იმ ადამიანების ოპტიმიზმი, რომლებმაც უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ხელისუფლების დაპირებები დაიჯერეს. მოხდა ის, რაც დაგეგმილი იყო.
ოცნებამ ინსტიტუტებისადმი (მათ შორის ძალოვანი უწყებებისადმი) საზოგადოების ნდობა ბოლომდე დაასუსტა - ისეთ მდგომარეობაში აგდებს, ურთულესი იქნება ნდობის აღდგენა. ინსტიტუტები მხოლოდ მაშინ „რეაგირებენ“, როცა ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და ფულია დასაცავი. ხალხი დაუცველია და წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...