მიხეილ დაუშვილი - "ოცნება" ცდილობს, მოსახლეობისთვის სენსიტიური თემა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს, ეს მათი პროპაგანდსიტული ხაზია (ვიდეო)
“ყველა ადამიანს აქვს უფლება რამე მოსწონდეს ან არ მოსწონდეს, ამის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც მორალურად, ასევე კანონმდებლობითაც. ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა ერთის მხრივ ძალადობის პრევენცია, როცა ნიშნებს წინასწარ ხედავს და მეორეს მხრივ, თუ მაინც განხორციელდა მსგავსი ქმედება, მყისიერი რეაგირება და მოძალადეების დასჯა.
მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, “ოცნება” ცდილობს ნებისმიერი თემა, რომელიც არის მოსახლეობისთვის სენსიტიური, აქტუალური გახადოს და გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. რასაც ჩვენ დღეს ვისმენთ არის “ოცნების” პროპაგანდისტული ხაზი.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.