Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს


უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით ერთ დღეში წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ ინიციატივის შენარჩუნებას, მტერზე ზეწოლას, თავდასხმის ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე გადაადგილებას. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტი დაიფარა”, - განაცხადა ჩერევატიმ.

მისი თქმით, რუსები ამ მიმართულებით მცირე კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობენ, მაგრამ ინიციატივა მთლიანად თავდაცვის ძალებს ეკუთვნის.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ წინ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალებითა და საშუალებებით მათზე უპირატესობა არ გვაქვს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...