Jump to content
Planeta.Ge

კახაბერ ქემოკლიძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ინსტიტუციის პრობლემა, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხედვაა (ვიდეო)


“ჩემი აზრით, წელს ეს დოკუმენტი არის მკაფიოდ პოლიტიზირებული. ასეთი ტიპის ყოველწლიური ანგარიშისთვის ეს თავისთავად პრობლემაა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონმდებლობით არის ნეიტრალური ინსტიტუცია. იმის ნაცვლად, რომ ანგარიშით საზოგადოებას ეჭვებს უქარწყლავდეს, პირიქით ეჭვების ინსტუმენტალიზებას უწყობს ხელს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, როგორც ინსტიტუციის პრობლემა რა არის იცით?! პრობლემა არ არის არაპროფესიონალიზმი საშუალო და დაბალ რგოლში, პრობლემაა პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხედვა. ეს ხედვა კი შემდეგნაირია- პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ანუ “ოცნებას” არ სჯერა, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას შესაძლებელია ჰქონდეს ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ორიენტირებული ნამდვილ უსაფრთხოებაზე.”

 
კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...