აშშ ადასტურებს, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას გადაეცემა, კასეტური ბომბებიც შედის
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის კასეტური ბომბების გადაცემას ადასტურებს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოლიტიკურ საკითხებში მოადგილემ კოლინ კალმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა, შედის კასეტური ბომბები, 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალა (ორმაგი დანიშნულების DPICM საბრძოლო მასალა), 105 მმ ჭურვები, ასევე საბრძოლო მასალა Patriot და HIMARS სისტემებისთვის.
ამას გარდა, აშშ კიევს დამატებით Bradley და Stryker ჯავშანტექნიკას, მაღალი სიზუსტის საავიაციო ჭურვებს, ასევე რემონტისთვის და მომსახურებისთვის ნაწილებს გადასცემს.
კალის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლებელს გახდის უკრაინას “საბრძოლო მასალის ასობით ათასი ერთეული დაუყონებლივ” გადაეცეს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.