Jump to content
Planeta.Ge

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა


ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაუდასტურა.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტს 2019-2021 წლებში იკავებდა. მინისტრად დანიშვნამდე კი ის 2015–2019 წლებში „საჩხერის რაიონული საავადმყოფო პოლიკლინიკური გაერთიანების“ გენერალური დირექტორი იყო.

ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...