Jump to content
Planeta.Ge

ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა


ზესტაფონი-თერჯოლას გზაზე, „რომპეტროლის“  ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი თხევადი აირის ავზის აფეთქებამ გამოიწვია. მათივე ცნობით,  შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ფოტო: ფორმულა

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...