რაფაელ გროსი - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროგრესს ვაღწევთ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ტერიტორიის შემოწმებაში პროგრესს აღწევს, - ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა.
„ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ“, - განუცხადა გროსიმ ტოკიოში ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებმა გარკვეული ადგილები, მათ შორის ატომური ელექტროსადგურის გამაგრილებლები მოინახულეს და „ასაფეთქებელი ნივთიერების ან ნაღმის ნიშნები არ უნახავთ“.
ამასთან, გროსის განმარტებით, გაერო-ს ატომური ენერგიის სააგენტოს ენერგობლოკების სახურავებზე წვდომის საშუალება ჯერჯერობით არ ჰქონიათ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ელექტროსადგური აქტიურ საომარ ზონაშია და დაშვებას დრო სჭირდება.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები განათავსეს.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.