ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ევროკავშირში საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოების გაზრდის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტზე (ASAP) წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
შეთანხმებული რეგულაცია ითვალისწინებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევროს მობილიზებას, რათა ხელი შეუწყოს სახმელეთო და საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასევე, რაკეტების წარმოების საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებას.
„ამ გზით ის განახორციელებს 2023 წლის მარტში საბჭოს მიერ შეთანხმებულ გეგმას, რათა უზრუნველყოს ევროპული საბრძოლო მასალის წარმოების გრძელვადიანი ზრდა უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დღევანდელი შეთანხმების წყალობით, ევროკავშირი გააძლიერებს და დააჩქარებს ევროპის საკუთარი საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოებას. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას, გააძლიეროს ევროკავშირის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა, და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების გრძელვადიანი უსაფრთხოება”, - განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა.
წინასწარი შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ და ოფიციალურად მიიღონ. შეთანხმების ხელმოწერა და ძალაში შესვლა ივლისის ბოლომდე იგეგმება.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.