Jump to content
Planeta.Ge

"საქართველოსთვის" - ჩვენ ვითხოვთ რეანომობილს სვანეთისთვის #რეანომობილისვანეთს


სვანეთს, კერძოდ მესტიის მუნიციპალიტეტს, რომელიც აერთიანებს ერთ დაბასა და 152 სოფელს დღემდე არ ემსახუება რეანომობილი, რაც არაერთხელ გამხდარა ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებისა და სამწუხაროდ ფატალურად დასრულების მიზეზი, - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაშავებული ადამიანისთვის რეანომობილის გამოძახება ხდება ზუგდიდიდან და ქუთაისიდან, რაც კარგ შემთხვევაში 10-12 საათს მოითხოვს, რის გამოც ადამიანი სიცოცხლისთვის გადამწყვეტ საათებს რეანომობილის ლოდინში კარგავს.

"პარტია ,,საქართველოსთვის'' მესტიის საკრებულოს წევრმა, ვიკა ფილფანმა, საკითხი დააყენა მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. ჩვენ ვითხოვთ რეანომობილს სვანეთისთვის#რეანომობილისვანეთს", - წერია განცხადებაში. 

358088753_582566190723026_1293163982364074850_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...