მეუფე შიოს სისხლში აღმოჩნდა მძიმე მეტალები - ჯაღმაიძე
„მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები, აღმოჩნდა მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი, სხვა დაზუსტებით რაიმეს თქმა დღესათვის რთულია“,- ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურანლისტებს განუცხადა.
გუშინ, 6 ივლისს „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი წყაროების ინფორმაციით მეუფე შიო მოწამლეს.
ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიო შეუძლოდ იყო, რის გამოც გაიკეთა ანალიზები და სწორედ ამ ანალიზემბა აჩვენა მძიმე მეტალების შემცველობა. მისივე თქმით, მეუფე შიოს ქვეყანა არ დაუტოვებია, საქართველოშია და სახლში იმყოფება.
დეკანოზი ასევე ამბობს, რომ მეუფე შიოს ანალიზები უცხოეთშია გადაგზავნილი და დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
„მეუფე შიოს მდგომაროება დღეისათვის არის ნორმალური, მუშაობს, პორცესშია ჩართული, რაც მის ყოველდღიურ სამუშაოს უკავშირდება, ეჭვების და ვარაუდების გამოთქმა არ მგონია ახლა მიზანშეწონილი, უნდა დაველოდოთ შემდგომი კვლევა რას მოგვცემს…
ყველაფერი, რაც არ უნდა ვთქვა, ახლა იქნება ვარაუდები და ეჭვები მხოლოდ, მთავარი აქ არის, რომ ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს ერთი – ეს შეიძლება იყოს ყოფითი რაიმე შემთხვევა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჩარევაც და როგორც თქვეს შესაძლო არის რომ ვიღაცის ინტერესშიც იყოს მისი ავად ყოფნა“,- ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.
მისივე თქმით, ჯერ სამართალდამცავლი უწყებებისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ. ამ დრომდე იყვნენ „კვლევის რეჟიმში“ რათა გაერკვიათ საკვების შემადგენლობაში ხომ არ იყოს რაიმე მავნე ნივთიერება. მისი განმარტებით, საკვები რომელსაც მეუფე შიო „მაზაღიაში ყიდულობდა მისთვის არის ჯანმრთელი.“
შეკითხვაზე ვის ინტერესში შეიძლება შედიოდეს მეუფე შიოს მოწამვლა ჯაღმაიძე პასუხობს, რომ :
„ზოგადად მე მიმაჩნია, რომ როდესაც ხდება ადამიანის დემონიზება, როდესაც მიმდინარეობს მარგინალიზაცია და დემორალიზაციის მცდელობა, ეს ყოველთვის არის წინმსწრები ვიდრე მასზე განხორციელდება რაიმე ფიზიკური ზემოქმედება, ამიტომ შესაძლებლელი არის რომ დავიკავშიროთ ერთმანეთს ის კამპანია რაც მიმდინარეობს ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ და მეუფე შიოს წინააღმდეგ, თეორიულად ასეთი რამე შესაძლებელია“,- ამბობს ჯაღმაიძე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.