აკაკი გვიანიძე - "ოცნება" ძალადობის ორგანიზებული კამპანიით "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას უწყობს ხელს
"ოცნება" ძალადობის ორგანიზებული კამპანიით "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას უწყობს ხელს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს.
მისი თქმით, ამ პროცესების მართვა უკვე შეუძლებელია.
მისი თქმით, ამ პროცესების მართვა უკვე შეუძლებელია.
"თითქოს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობა ყოველთვის დაჩაგრულს გულშემატკივრობს, ვერ იტანს რა უფრო სუსტის ჩაგვრას.
რა საჭიროა პოლიტიკურად განადგურებულ და ხაბეიშვილის პირველკაცობას (თუნდაც ფორმალურად) შეგუებულ ორგანიზაციასთან სამკვდრო - სასიცოცხლო "ბრძოლა".
რა თქმა უნდა, რიტორიკული კითხვაა, წაქცეული პოლიტიკური "სპარინგ პარტნიორის" წამოყენება უნდათ, მაგრამ ამ პროცესების მართვა შეუძლებელია, მითუმტეს "ოცნების" უსუსური "ბოსების" მიერ.
საბოლოოდ დაღუპავენ იმათ, ვინც "ნაცების" მობრუნების შიშის გამო ინარჩუნებენ "ოცნებას" ხელისუფლებაში.", - აცხადებს აკაკი გვიანიძე.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.