Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს გამართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორისაა თავდაცვის მხარდაჭერა, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს მოახლოებული სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელება.

„სოფია. ბულგარეთი. გავმართავ დეტალურ მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან, შევხვდები პრეზიდენტ რუმენ რადევს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტი, ასევე, შეხვდება ბულგარელ ოფიციალურ პირებს, პარლამენტარებს, პოლიტიკოსებსა და მედიის წარმომადგენლებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...