Jump to content
Planeta.Ge

“ჯორჯიან ეარვეისი” მოსკოვიდან ნიცაში თბილისის გავლით იფრენს


„საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვიდან ნიცის მიმართულებით ტრანზიტულ ფრენებს იწყებს.

ტრანზიტული რეისი სრულდება თბილისის გავლით, სადაც მგზავრებს გადაჯდომისთვის 1 საათი და 10 წუთი აქვთ.

“ჯორჯიან ეარვეისი” საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 8 ივლისიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება. ბილეთების ფასი 1422 ლარიდან 2026 ლარამდე მერყეობს.

ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, სალონიკში, თელ-ავივში, მილანში, ბერლინსა და ლარნაკაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აღადგინა, Georgian Airways ფრენებს ახორციელებს თბილისსა და მოსკოვს შორის. „ჯორჯიან ეარვეისის” დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი მიესალმა ვლადიმერ პუტინის განცხადებას სანქციების მოხსნის თაობაზე, მათ კი, ვინც „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო გააკრიტიკა, კომპანიამ „პროვოკატორები“ და „გარეწრები“ უწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა და თქვა, რომ არ გამოიყენებს სამთავრობო თვითმფრინავს, სანამ ის „საქართველოს ავიახაზების“ ხელშია. თამაზ გაიაშვილმა, თავის მხრივ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

1-ელ ივლისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს, სანქციები დაუწესა.

სანქცირებულთა სიაშია ავიაკომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილიც. ავიაკომპანიის საქნცირების გამო საგარეოში უკრაინის საელჩოს განმარტებები მოსთხოვეს.

netgazeti

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...