ბერდია სიჭინავა - ჩვენსა და უკრაინას შორის კონკრეტული ადამიანები გახდნენ პოლიტიკის მსაზღვრელი ფაქტორები - ეს არის “ოცნების” პოლიტიკით შექმნილი ბუნდოვანება (ვიდეო)
სამწუხაროა, რომ ჩვენსა და უკრაინას შორის კონკრეტული ადამიანები გახდნენ პოლიტიკის მსაზღვრელი ფაქტორები - ეს არის “ოცნების” პოლიტიკით შექმნილი ბუნდოვანება, - ამის შესახებ გადაცემაში "კომენტარი", პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
როგორც ბერდია სიჭინავამ გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან “ოცნების” განცხადებები ემსახურება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაცივებას.
"ამასთან, “ოცნების” მხრიდან რომელი რეკომენდაციების შესრულებაზე გვაქვს საუბარი, როცა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ნაბიჯები, რომლებიც პირდაპირ ემსახურებოდა საბოტაჟს, რომ ქვეყანას წლის ბოლოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.
ეს რეკომენდაციები ევროკავშირს კი არ სჭირდება, ეს სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს, რომ მურუსიძე არ იჯდეს სასამართლოში და კორუფციაში არ იყვნენ ჩაფლულები.", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.