Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი - ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 494 ბავშვია დაღუპული, სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დაზიანება არა ნაკლებ 1036 არასრულწლოვანს აქვს მიღებული


უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 494 ბავშვია დაღუპული.

გარდა ამისა, ბავშვთა საქმეებზე მომუშავე პროკურორების თქმით, სხვადასხვა სიმძიმის ხარისხის დაზიანებები არა ნაკლებ 1036 ბავშვს აქვს მიღებული.

უწყების მონაცემებით, დაზარალებული ბავშვების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დონეცკის - 472, ხარკოვის - 285, კიევის - 129, ხერსონის - 113, ზაპოროჟიეს - 91, ნიკოლაევის - 89, დნეპროპეტროვსკის - 83, ჩერნიგოვის - 71 და ლუგანსკის ოლქებზე - 67 მოდის.

„მოცემული ციფრები საბოლოო არ გახლავთ. გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ჩატარების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და აწ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მსგავსი ფაქტების დასადგენად“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...