228 183 მსესხებელი საქართველოში ე.წ. „შავ სიაშია“
საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 228 183 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 463 440 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, მაისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 932 796 ადამიანს აქვს, ჯამში 40 106 806 146 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.7% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 487 196 387 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 599 006 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 7.9 %-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 126 340-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 766 214 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 151 409 269 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 132 811 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 22 406 ადამიანს კი, ჯამში 468 200 490 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 4 278 ადამიანს უფიქსირდება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.