Jump to content
Planeta.Ge

3-7 ივლისს ზესტაფონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება


შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ195-196 (ქ. ზესტაფონი) მონაკვეთზე, 2023 წლის 3 - 7 ივლისს, დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიგზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც, 3, 4, 5, 6 და 7 ივლისს, ყოველდღე 10:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ ზესტაფონის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...