Jump to content
Planeta.Ge

ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი რომ დღეს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ფაქტორია, "ქართული ოცნების" დანაშაულია (ვიდეო)


მე და საქართველოს ყველა მოქალაქემ ვიცით და არავისგან  გვესწავლება, რომ პატიმრის მიმართ არ შეიძლება დამცინავი დამოკიდებულება გქონდეს - არ შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ემპათია არ გაგაჩნდეს, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ამ ადამიანის (სააკაშვილის) დამოკიდებულება, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ისე პარტიის მიმართ, პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრით არის პარაზიტული, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.


მისი თქმით, მიხეილ  სააკაშვილი “ოცნებისთვის” არის მაშველი რგოლი, რათა ამ უკანასკნელმა  ძალაუფლება შეინარჩუნოს.


"კითხვის ნიშნები ამ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნა “ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებების მესმის. ის საუბრობს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე და ბუნებრივია შესაძლოა წუხდეს მასზე. მაგრამ ყველაზე დიდი დამნაშავე, რომ სააკაშვილი დღეს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ფაქტორია, არის “ქართული ოცნება”, რომელმაც ეს ბუდნოვანება შექმნა სააკაშვილის ჯანმრთელობის გარშემო და მათ შორის თავად სააკაშვილი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რადგან ხელს უწყობს ამ ყველაფერს.
“ნაციონალური მოძრაობისთვის” ამ ქვეყნის ისტორია 2003 წლიდან იწყება, “ოცნებისთვის” 2012 წლიდან, ხოდა გვაცადეთ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც არსებობის უფრო დიდი ისტორია გვაქვს .”, - განაცხადა  ბერდია სიჭინავამ. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...