Jump to content
Planeta.Ge

ანა ბუჩუკური - თუ ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლის არანაირი საშუალება არ გააჩნია, ეს მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს (ვიდეო)


 „თუ ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლის არანაირი საშუალება არ გააჩნია, ეს მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს... იმის შიშებშია, რომ ოდნავადაც ვერ გააკონტროლოს ვინმე ან რამე.
ერთადერთი მიზანი აქვს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას - “ქართულ ოცნებას” დაწყებული აქვს მომავალი არჩევნების გაყალბება. გაგახსენებთ, რაც კი რამ თავისუფალი ინსტიტუტები გვქონდა, ხელისუფლებამ ან გააუქმა, ან პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარა.
მნიშვნელოვანია, რომ ასევე ხდება პრეზიდენტის როლის ჩახსნა ამ პროცესებიდან. მანამდე პრეზიდენტის ფუნქცია იყო, პარლამენტისთვის წარედგინა ცესკოს ხელმძღვანელთა კანდიდატები, თუმცა ახლა ამ უფლებასაც ართმევენ.
“ქართულ ოცნებას” კარგად აქვს გააზრებული, რომ 12 რეკომენდაციაზე უარყოფით ზეგავლენას იქონიებს აღნიშნული გადაწყვეტილებები.” 

ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...