Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ვეტო დაძლეულია, ცესკო დამორჩილებულია, არჩევნების გაყალბება დაწყებულია


მთავარი პროპაგანდისტის - ი. კობახიძის პირით გაჟღერებული -„თანამედროვე დემოკრატია ეფუძნება უმრავლესობის მმართველობას და არა კონსენსუსის კულტურას“ - შესანიშნავად გამოხატავს ოცნების განზრახვას, გააყალბოს არჩევნები და მოატყუოს საზოგადოება თითქოს უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.

მისი თქმით, კონსენსუსზე დაფუძნებული დემოკრატია ამ ქვეყნის მომავალია, რომლის წართმევასაც ოცნება არჩევნების გაყალბებით აპირებს.



"ვეტო დაძლეულია.
ცესკო დამორჩილებულია.
არჩევნების გაყალბება დაწყებულია.
 
აქვე, არ დაგვავიწყდეს, უმრავლესობის მმართველობამ, რომელსაც მუდამ თან სდევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკები და გამორიცხავს ქმედით checks & balance-ს, მიგვიყვანა ავტორიტარულ მმართველობამდე (წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც). მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ოცნების მიერ 2 წლის წინ დაწყებული დამოუკიდებელი/მაკონტროლებელი ინსტიტუტების გაუქმების-პარტიაზე დაქვემდებარების პროცესი დასრულებულია და კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების სივრცე სრულად მომსპარია.", - წერს მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...