Jump to content
Planeta.Ge

აჭარის ტვ-ს ბორდის გაუქმებაზე ქარტია პრეზიდენტს ვეტოს დადებას სთხოვს


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს გაუქმება და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების 9-დან 11-მდე გაზრდა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ვეტო დაადოს მაუწყებლობის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებებს.

ქარტია ხაზს უსვამს, რომ თავდაპირველად  „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მისაღები ცვლილებები ითვალისწინებდა სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდას, სამეურვეო საბჭოს წევრად ერთ ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვას, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის უფლებამოსილების ვადების გაზრდასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების აჭარის ტელევიზიაში დასაქმებას.

„მოგვიანებით, კანონპროექტში შევიდა ცვლილებები, რომლებიც, ზემოთ ხსენებულ პრობლემურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმებას. აღნიშნული კი არსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწყობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივ მაუწყებელს უქვემდებარებს.

ამასთან, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდით მმართველ პარტიას ეყოლება მის მიერ დასახელებული უმრავლესობა სამეურვეო საბჭოში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელმწიფო ტელევიზიად ჩამოყალიბებას.

პრობლემურია განხილვის პროცესიც. მეორე მოსმენამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა მრჩეველთა საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით. კანონის მიღება მოხდა სწრაფად და საზოგადოებას არ ჰქონია შესაძლებლობა, ჩართულიყო შეცვლილი კანონპროექტის განხილვაში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაადოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებს“, – წერს ქარტია.


პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო უქმდება.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მაისის ბოლოს შეიტანა. თუმცა კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმება ნახსენები არ იყო.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...