საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშებიდან გამარჯვებული დაბრუნდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში სპორტსმენებმა გერმანელები მარტივად – 4:1 დაამარცხეს.
საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73), გურამ თუშიშვილმა (+90) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57).
მესამე ევროპულ თამაშებზე გამართული გუნდური შეჯიბრება ამავდროულად ევროპის გუნდური ჩემპიონატიც იყო. ტურნირზე 22 ქვეყნის ნაკრებმა იასპარეზა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.