უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა გასულ დღე-ღამეში რუსეთის 600 ჯარისკაცი გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 600 რუსი სამხედრო, რუსეთის ერთი ვერტმფრენი და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 230 260 ჯარისკაცს, 4 057 ტანკს, 7 899 ჯავშანტექნიკას, 4 220 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 309 ვერტმფრენს, 6 834 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 573 უპილოტო საფრენ აპარატს, 590 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 264 ფრთოსან რაკეტას.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.