Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ყველაზე ამორალური ის არის, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება ბავშვებს ამოეფარა, ამ დროს ბავშვების რეალური პრობლემები - სექსუალური ძალადობა, შიმშილი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ყურადღების მიღმა რჩება


2022 წელს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი გაორმაგებულია - 247 ბავშვი გახდა სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, 2021 წელს - 187 ბავშვი და ეს მხოლოდ ოფიციალური მაჩვენებელია... დაფარული დანაშაულის მასშტაბებები გაცილებით დიდია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.

მისი განცხადებით, პრემიერს თავის გამოსვლაში ამ თემაზე არც ერთი სიტყვა არ დასცდენია.

 
"ამაზე აღშფოთებული ხელისუფლება არ გვინახავს. არც ერთი სიტყვა პრემიერს თავის გამოსვლაში ამაზე არ დასცდენია. ადამიანის (მათ შორის ბავშვების) უფლებების დაცვაზე პირდაპირ პასუხისმგებელ არც ერთ ოფიციალურ პირს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის ბოლო დღეების უმძიმეს ფაქტებზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებაზე თავი ვალდებულად არ ჩაუთვლია რაიმე კომენტარი გაეკეთებინა.
ამ ფონზე, ხელისუფლებამ ხელოვნურად გახსნა ბავშვებში თითქოსდა ლგბტ პროპაგანდის თემა, არსაიდან მოტანილი პროპაგანდისტული ხაზი, რომელიც წინასაარჩევნო ნარატივის ფორმირებისთვის და კანდიდატის სტატუსისთვის საფრთხის შესაქმნელად სჭირდება. ორჯერ ორი ოთხია რომ სკოლებში პროპაგანდას არაფერი ესაქმება. მაგრამ ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მეტი ძალადობა და მეტი შეზღუდვა სჭირდება. ამიტომ თვითონ ქმნის „კუდიანებს“ და მათზე ნადირობას აცხადებს, რომ ძალადობა და მეტი შეზღუდვების დაწესება გაამართლოს. ყველაზე ამორალური ის არის, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის ხელისუფლება ბავშვებს ამოეფარა. ამ დროს ბავშვების რეალური პრობლემები - სექსუალური ძალადობა, შიმშილი, განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. ყურადღების მიღმა რჩება.", წერს ნათია მეზვრიშვილი. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...