Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებსა და რუსებს შორის სამი მიმართულებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა


უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებით 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას მიმართულებებზე, გრძელდება მძიმე ბრძოლები. დღე-ღამის განმავლობაში 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ერთი სარაკეტო და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინის ჯარების პოზიციებისა და დასახლებების წინააღმდეგ კი ცეცხლი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაახლოებით 80-ჯერ გახსნა.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში 10 დარტყმა მიაყენა მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ზონებს, 2 დარტყმა - საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და 1 - მართვის პუნქტს.

„დღე-ღამის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაარტყეს მართვის პუნქტს, მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 4 რაიონს, საბრძოლო მასალის საწყობს, 27 საარტილერიო იარაღს, საჰაერო თავდაცვის ობიექტსა და მტრის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ობიექტს“, - აცხადებენ გენშტაბში.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...