Jump to content
Planeta.Ge

ვხედავთ საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის - ბიერი


საქართველოში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბიერი იმყოფება. ის თბილისის მეორე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც სიტყვით გამოვიდა.

შესწორება: თავდაპირველად მასალაში  შეცდომით აღნიშნული იყო, რომ ქვემოთ მოცემული ციტატა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს ეკუთვნოდა. 

„ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპარლამენტი, რომელსაც წარმოვადგენ, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, სადაც მოქალაქეთა უფლებები, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ჯგუფის უფლებები დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ლიდერობის ხარისხის მისაღწევად. მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“, – თქვა ნიკოლა ბიერიმ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დღეს თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩიც მონაწილეობს.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...