Jump to content
Planeta.Ge

ფსბ-ს პრიგოჟინის მოკვლა დაავალეს – ბუდანოვი


უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] მიიღო ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციის დავალება.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთში შიდა დესტაბილიზაციის გამომწვევი ნებისმიერი ქმედება უკრაინისთვის სასარგებლოა.

„ვიცით, რომ ფსბ-ს დაავალეს პრიგოჟინის მოკვლა. მიაღწევენ წარმატებას ამ საქმეში? დრო გვაჩვენებს. ასე თუ ისე, მკვლელობის ნებისმიერი მცდელობა სწრაფი არ იქნება. დასჭირდებათ გარკვეული დრო, რათა შეიმუშავონ შესაბამისი მიდგომები და მიაღწიონ ეტაპს, როცა მზად იქნებიან მასშტაბური ოპერაციისთვის. თუმცა მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს დიდი და ღია კითხვაა. შეძლებენ კი ისინი [მკვლელობის] განხორციელებას? ეყოფათ [გამბედაობა], შეასრულონ ბრძანება“, – კითხულობს ბუდანოვი „უორ ზოუნთან“ ინტერვიუში.


ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაბომბა რუსეთში მდებარე „ვაგნერელების“ ბანაკი და დაიწყო „სამართლიანობის მარში“ მოსკოვისკენ, „დამნაშავეთა დასასჯელად“. მარში კრემლმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

24 ივნისს მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.

პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ პილოტებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.

პრიგოჟინის ამბოხის შესახებ გირჩევთ:

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...