Jump to content
Planeta.Ge

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებულმა მდინარემ საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა


ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარემ მოლითის, ვახანის, ლეღვანისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

შექმნილ ვითარებას ადგილზე ხარაგაულის მერი გაეცნო.

მისი ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და სამუშაოები დაიწყება.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაბის მიმდებარედ ძლიერი წვიმის გამო, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა, ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები გაჩერებულია.

როგორც რკინიგზის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...