სალომე ზურაბიშვილი - ამერიკის იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, მისი სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას
თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალაც, ვინაიდან უკრაინა მოიგებს, უკრაინის სუვერენიტეტი აღდგება და მაგ მომენტში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა იყოს, რათა მსოფლიოს ახალი წესრიგი შეიქმნას. მსოფლიოს ახალი წესრიგი, რომელიც აღადგენს იმას, რაც ასეთი საფრთხის ქვეშ იყო - საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნების თანაარსებობას - ეს ყველაფერი თავიდან უნდა შეიქმნას. და როდესაც ეს თავიდან შეიქმნება, და ეს ნამდვილად შეიქმნება, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, ვინაიდან არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ტერიტორია ოკუპაციის ქვეშ დარჩეს. ვინაიდან ეს თუ იქნება დაშვებული, ჩვენი პარტნიორები თუ ამას დაუშვებენ, მაშინ რამდენიმე წელიწადში აღმოვაჩენთ, რომ ეს რუსეთი იმავეს აკეთებს, რასაც ახლა უკრაინაში. არჩევანი არსებობს, არჩევანი ყველას გვაქვს, უფრო გაერთიანებულები უნდა ვიყოთ, ჩვენი ფრონტი არ უნდა დაიშალოს. გაერთიანებულები უნდა ვიყოთ ერთ რამეში, რაც ხვალ უნდა მოხდეს - მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული სამყარო, რომელიც ადამიანის უფლებებს, მეზობლების პატივისცემას, ერთად ცხოვრებაზე არის დაფუძნებული. ეს სამყარო ერთად უნდა შევქმნათ და ამისთვის თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, ვინაიდან ამერიკა თავისუფალთა მიწა და მამაცთა სახლია და საქართველოც ასე აღიქვამს საკუთარ თავს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.