Jump to content
Planeta.Ge

ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებამ უარი თქვა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე და კორუფციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაუხსნა გზა


ხელისუფლებამ კორუფციას ოფიციალურად კიდევ ერთხელ გაუხსნა გზა! ამჯერად უარი თქვა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის მონიტორინგში მონაწილეობაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კორუფციის ჭაობშია, სისტემური/ელიტური კორუფციით გეგმავს მართვას წინასაარჩევნო წელს, უკანონო/შავი ფულით ემზადება არჩევნების გასაყალბებლად და არ უნდა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვითარება ობიექტურად შეაფასონ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.


მისი განცხადებით, ამის ნათელ დასტურია ისიც, რომ 2023 წელს ანტიკორუფციულ ქსელს მათ შორის უნდა შეეფასებინა მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა და სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა.

 
"ბუნებრივია, ხელისუფლების ინტერესში არაა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ შეაფასოს კორუფციისთვის სანქცირებული მოსამართლეები, უარი სასამართლოს რეფორმაზე და კორუფციის ირგვლივ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, პოლიტიკური კორუფციის წყაროს - ქოლ-ცენტრების გამოუძიებელი საქმე და უარი საგამოძიეო კომისიის შექმნაზე, ფიქტიური ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა (რომელსაც არ მისცეს საგამოძიებო ფუნქცია).
ბუნებრივია, ანტიკორუფციული ქსელის დასკვნა უარყოფითი იქნებოდა და წინასაარჩევნოდ, ოფიციალურად, კიდევ ერთხელ, ამოიტანდა ზედაპირზე კორუფციული მმართველობის მანკიერ მხარეებს. OECD ის ორგანიზაციაა, რომელიც წლები ითხოვდა გამოძიების დამოუკიდებელი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნას და უკმაყოფილო იყო არსებული მექანიზმების (პროკურატურა, სუსი) მუშაობით.", - წერს მეზვრიშვილი და დასძენს, რომ მონიტორინგზე უარით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ბოლომდე გზას უხსნის კორუფციას. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...