ოლაფ შოლცი - დასავლეთის ქვეყნების მიზანს არა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობა წარმოადგენს - ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს.
მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს, ამიტომ ევროკავშირის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და აჩვენონ რუსეთს, რომ დიდხანს გაძლებენ.
„დასავლეთის ქვეყნების მიზანს არა რუსეთში ხელისუფლების შეცვლა, არამედ უკრაინის დამოუკიდებლობა წარმოადგენს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.