უკრაინაში ქართველი მებრძოლები დააჯილდოვეს
ქართველი მებრძოლები უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს დაცვის მედლით დააჯილდოვეს, იტყობინება „ქართული ლეგიონი“.
ლეგიონის გამოქვეყნებული ფოტოების თანახმად, მედლით დაჯილდოვდნენ:
- ლევან ფიფია;
- დიმიტრი კუჭავა;
- ზაქარია შუბითიძე;
- მიხეილ კამლაძე.
ბრძანება მათი დაჯილდოვების შესახებ 18 მაისითაა დათარიღებული. მას ხელს აწერს გენერალ-მაიორი სერჰიი ლიტვინოვი, ზაპორიჟიის ოპერატიული საჯარისო ჯგუფის ხელმძღვანელი.
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.