Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა!


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გამარჯვებისკენ გზას გაივლის და დღეს ეს ოცნება აღარ არის.

როგორც ზელენსკი "ტელეგრამ" გვერდზე წერს, გზის სირთულის მიუხედავად, უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობა უკვე "სიმართლეა".

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გზა გამარჯვებისკენ რთულია და დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როდის გავივლით ამ გზას ბოლომდე, მაგრამ, როდესაც მიზანი მკაფიოა, სამართლიანია, მაშინ არც ისე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული იქნება გზა ამ მიზნისკენ. უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...