Jump to content
Planeta.Ge

მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის გავლით სომხეთის რესპუბლიკაში მიმავალი რკინიგზის გახსნისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

მისივე თქმით, სომხური მხარის განცხადებების მიუხედავად, რომლის თანახმად, საქართველოს გავლით რკინიგზის გახსნა აფხაზეთს არ სურს, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს „ამ მასშტაბური საგზაო რუკის რეალიზებისთვის“.

„ეს საგზაო რუკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეიცავს სახელმწიფოების ხელმძღვანელების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებს და შესაბამის კომისიებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენელთა ეგიდით. ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამის რეალიზებისთვის", - განაცხადა ზახაროვამ.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...