Jump to content
Planeta.Ge

კახაბერ ქემოკლიძე - საღად მოაზროვნე ოპოზიციამ საზოგადოებას ობიექტურად უნდა აჩვენოს, რომ "ოცნების" ნარატივი “ამათ ომი უნდათ” არის ბლეფი, როგორც სააკაშვილის “ჩრდილო კავკასიაზე” გაკეთებული განცხადება


როგორც ვივარაუდეთ ოპერაცია “დიალოგის გახსნა”, თითქოსდა ოფიც. მოსკოვი თბილისთან აფხაზეთზე და შესაძლოა ცხინვალის რეგიონზე(ც) გარკვეულ “დათმობებზე”მიდის, აქტიურ ფაზაშია… ამ პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთ-სომხეთის დამაკვაშირებელი რკინიგზის (ოკუპ. აფხაზეთზე და საქართველოზე გამავალი) გახსნა გასაღდეს როგორც მოსკოვის “დათმობა” თბილისთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" გამიზნული აქვს ამ თემის ირგვლივ სტატეგიული ნარატივის ფორმირება, თითქოს თავისი “სამშვიდობო” პოლიტიკით ახერხებს რუსეთის მხრიდან კომპრომისების დაშვებას და სწორედ  აღნიშნული გზავნილი იქნება სავარაუდოდ ერთ-ერთი ცენტრალური ნარატივი 2024-ის არჩევნებისთვის.

 
"შიდა პოლიტ. კონტექსტში კონტურები მკაფიოა: გამიზნულია ამ “ფაქტის” ირგვლივ სტატეგიული ნარატივის ფორმირება თითქოსდა ოცნება, თავისი “სამშვიდობო” პოლიტიკით ახერხებს რუსეთის მხრიდან კომპრომისების დაშვებას”. აღნიშნული გზავნილი სავარაუდოდ იქნება ერთ-ერთი ცენტრალური ნარატივი 2024-ის არჩევნებისთვის.
სინამდვილეში ხდება აბსოლუტურად პირიქით!!!
გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი:
- საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ოცნების და რუსეთის ამ გეგმებზე რათა თავი არ მოვატყუებინოთ 2024 წელს!
- უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს მოშლილია დეოკუპაციის ისედაც მყიფე პოლიტიკა თუკი რამე გააჩნდა ცენტრალურ მთავრობას!
- მოშლილია სტრატეგიული პარტნიორების ერთი მხრივ ნდობა თბილისისადმი (ოცნებისადმი), მეორე მხრივ თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები რომელიც ითვალისწინებდა ფინანსების გამოყოფას და მათ მიზნობრივ ხარჯვას ოკუპ. რეგიონებთან დაკავშირებულ პროექტებზე;
- ნებისმიერი კოლაბორაცია დღეს მოსკოვთან არათუ ტრანსპორტის კორიდორის გახსნაზე არამედ, ნებისმიერი საშუალო კალიბრის თანამშრომლობის მექანიზმებზე საჭიროებს ეროვნული უსაფრთხოების პრიზმაში განხილვას და ფართე საზოგადოებრივ კონსესუს (წინააღმდეგ შემთხვევაში “მოღალატის” იარლიკი ოცნებისთვის უნდა გახდეს მათთვის სანატრელი!);
- სამოქალაქო სექტორმა და ანალიტ. წრეებმა პროექტულად უნდა გააძლიეროს ოკუპ რეგიონებში მიმდინარე პროცესების ანალიტიკური შესწავლა. ეს საკითხი პირდაპირ დაპარალელდება 2024 ის არჩევნებთან! ბევრი ინფორმაცია გამოდის ღია წყაროების სადაზვერვო საშუალებებით (OSINT) და ეჭვი მაქვს ეს ინფო მედია და ანალიტ. წრეების ყურადღების მიღმა რჩება ქართული შიდა პოლიტ. ქაოსის შემხედვარე;
- საღად მოაზროვნე ოპოზიციამ საზოგადოებას ობიექტურად უნდა აჩვენოს, რომ ოცნების ნარატივი “ამათ ომი უნდათ” არის პოლიტ. ტექნოლოგიური ბ ლ ე ფ ი, ისევე როგორც მ. სააკაშვილის “ჩრდილო კავკასიაზე” გაკეთებული განცხადება წარმოადგენდა მისი პოლიტიკური “შიზოფრენიის”, არაადეკვატურობის და არარაციონალური ანალიზის მორიგ “შედევრს”! 
- ფორმულა: “გამოაშკარავე, დაასახელე და შეარცხვინე” უნდა მოერგოს როგორც ოცნების ისე ენმ-ის უგუნურებებს, პოლიტ. გარყვნილობებს და მანკიერებებს!
- მ ი ზ ა ნ ი :!!!! ვერც ოცნებამ და ვერც ენმ-მა ჯამურად 51 % ვერ აიღოს 2024 წელს!!!, - წერს კახაბერ ქემოკლიძე. 

356942936_206064715738836_5594863337398812670_n.jpg

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...