Jump to content
Planeta.Ge

ბავშვები და მესენჯერები: რა უნდა იცოდეთ შვილის უსაფრთხო ონლაინ კომუნიკაციის შესახებ?


წინ ზაფხული გველოდება  სეზონი, როდესაც ბავშვები დასასვენებლად წავლენ და გაცილებით მეტი თავისუფალი დრო ექნებათ გაჯეტებისთვის. პოტენციური ვირტუალური საფრთხისგან დასაცავად, მნიშვნელოვანია, რომ მათ შევახსენოთ ინტერნეტში ქცევის წესები. სწორედ ასეთი რჩევების მარტივი სია მოგიმზადეთ მესენჯერებისთვის, რომელიც მოიცავს იმ გამოყენებადი ფუნქციების მაგალითებს, რომლებიც Viber პოპულარულ საკომუნიკაციო აპლიკაციაში გვხვდება


1. შევისწავლოთ კონფიდენციალურობის პარამეტრების მენიუ

პირველი რჩევაა, შეისწავლოთ მესენჯერის კონფიდენციალურობის პარამეტრების მენიუ თქვენს შვილთან ერთად, გააცანით მას უსაფრთხო ონლაინ კომუნიკაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები და ერთად გააქტიურეთ ისინი.

Viber-ში, გადადით მენიუში, არჩიეთ “More” (მეტი“), შემდეგ გადადით “Settings” (“პარამეტრებში“) და აირჩიეთ ჩანართი  “Privacy” (კონფიდენციალურობა“). აქ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მართოთ ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ფარული ჩატები “Share Online Status” (ონლაინ“) და “Send Seen Status („ნანახი“)  სტატუსების ჩვენება, მიმოწერის მოთხოვნები, ფოტოების ჩვენება, ჯგუფებში დამატების პარამეტრები და მრავალი სხვა.

2. არ ვესაუბრებით უცნობებს ონლაინ

ზუსტად ისევე, როგორც რეალურ ცხოვრებაში, ვირტუალურ სივრცეშიც, ბავშვი არ უნდა ეკონტაქტებოდეს უცხო ადამიანებს. ბავშვმა მკაფიოდ უნდა იცოდეს უსაფრთხოების ძირითადი წესი  ნუ დაეკონტაქტებით უცნობებს და მით უმეტეს, ნუ მოუყვები მათ შენი, შენი ოჯახის წევრებისა ან მეგობრების შესახებ.

თუ თქვენი ოჯახი იყენებს Viber-, ისარგებლეთ კონფიდენციალურობის მოსახერხებელი პარამეტრებით, რომლებიც მესენჯერშია ჩაშენებული. მშობლებს შეუძლიათ დააყენონ მრავალი ფუნქცია, რათა დაიცვან შვილების უსაფრთხო მიმოწერა და აარიდონ ისინი იმ ადამიანების, რომლებიც არ არიან მათი კონტაქტების სიაში. ეს ფუნქციები მოიცავს

  • Message requests (მიმოწერის მოთხოვნა)

როდესაც ბავშვი მიიღებს შეტყობინებას ან მოწვევას უცნობი კონტაქტისგან, ის გადაინაცვლებს მიმოწერის მოთხოვნის საქაღალდეში, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ მესენჯერის ჩატების მთავარ სიაში. მშობლებს შეეძლებათ ნახონ ეს შეტყობინება ბავშვის სმარტფონზე და მასთან ერთად გადაწყვიტონ, დაბლოკონ კონტაქტი თუ გახსნან მისგან გამოგზავნილი შეტყობინება.

  • Silence unknown callers (არასასურველი ზარებისგან დაცვა)

ამ ფუნქციის გააქტიურებით მენიუში “More” (მეტი“), შემდეგ “Settings” (პარამეტრები“), “Calls and Messages” (“ზარები და შეტყობინებები“), მშობლებს შეუძლიათ დაიცვან შვილი უცნობი კონტაქტების ზარებისგან. ეს ზარები გამოჩნდება მხოლოდ ჩატის სიაში და ბოლო ზარებში.

356460363_950274676242735_48059486418775

  • Block contact (კონტაქტის დაბლოკვა)

არის შემთხვევები, როდესაც მესენჯერში კონკრეტული კონტაქტის დაბლოკვა გჭირდება. ამისათვის გახსენით ჩატი კონკრეტულ მომხმარებელთან და დააწკაპუნეთ მისი პროფილის ჩატის ზედა პანელზე. ფანჯარაში, რომელიც გამოჩნდება, აირჩიეთ კონტაქტის დაბლოკვა. ხოლო თუ ეს ანგარიში არ არის კონტაქტების სიაში, Viber მის პირდაპირ დაბლოკვას შემოგთავაზებთ.

3. არ ვაზიარებთ პირად ინფორმაციას

Viber მესენჯერი ჩვეულებრივ ზრუნავს თავისი მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. ყველა ძირითადი ფუნქციისთვის (მათ შორის, პირადი და ჯგუფური ჩატები, აუდიო და ვიდეო ზარები, მედიის გაზიარება და ყველა დაკავშირებული მომხმარებლის მოწყობილობების უსაფრთხოება) ბოლოდან ბოლომდე დაშიფვრის ტექნოლოგიის გამოყენებით, Viber უზრუნველყოფს, რომ პირადი საუბრები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ ჩატის მონაწილეებისთვის

გარდა ამისა, Viber- აქვს რამდენიმე დამატებითი სასარგებლო ფუნქცია უსაფრთხო კომუნიკაციისთვის:

  • Share online status (“ონლაინ სტატუსი)

თუ მშობლებს არ სურთ, რომ მათი შვილის თანამოსაუბრეებმა იცოდნენ, როდის არის ის ინტერნეტში, მენიუში “Settings” (“პარამეტრები“), “Privacy” (კონფიდენციალურობის“) ჩანართში, შეგიძლიათ გამორთოთ “Online status” (“ონლაინ“) სტატუსი. ამის შემდეგ, ბავშვი ონლაინ ინკოგნიტოდ დარჩება.

  • Show your photo (“აჩვენე შენი ფოტო“)

თუ ამ პარამეტრს გამორთავთ, მომხმარებლები, რომლებიც არ არიან ბავშვის კონტაქტებში, ვერ ნახავენ მის ფოტოს.

4. გამორთეთ მოსაწვევები ჯგუფურ ჩატებში

ბავშვები ხშირად ამატებენ ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფურ ჩატში. რაღაც მომენტში, ამ ჩატების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ ბავშვი იბნევა. მშობლებს შეუძლიათ შვილთან ერთად განიხილონ და დაადგინონ, ვის შეუძლია მისი ნომრის დამატება ჯგუფურ ჩატებში და ვის არა. “Privacy” (“კონფიდენციალურობის“) პარამეტრების მენიუში აირჩიეთ “Control who can add you to groups” (“აკონტროლეთ ვის შეუძლია დაგამატოთ ჯგუფებში”) და გააკეთეთ არჩევანი “Everyone” (ნებისმიერ“) ან “My Contacts” (ჩემს კონტაქტებს“) შორის.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...