Jump to content
Planeta.Ge

რა თქვა ევროკავშირის სანქციების კოორდინატორმა თბილისში


სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანმა საქართველოში ჩატარებული შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ბრიფინგის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და რომ ბრიუსელში წევრობის მსურველთაგან ევროკავშირის პოლიტიკასთან მეტ შესაბამისობას ელიან, თუმცა დაამატა, რომ ესმის,  საქართველო სპეციფიურ სიტუაცია.

რაც შეეხება საქართველოს გზით რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას – ო’სალივანის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება იმას, რომ საქართველო არ იქცეს სანქციების ავლის პლატფორმა და იღებს მნიშვნელოვან ზომებს“ სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის.

„საქართველოში მიღებული ზომები საკმაოდ სოლიდური გარანტიაა იმისა, რომ სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდება“, – თქვა მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ო’სალივანმა, ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგების მსგავსად, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი არ ითხოვს რუსეთთან ვაჭრობის სრულიად შეწყვეტას და მხოლოდ სურს, რომ რუსეთმა ვერ მიიღოს სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა უკრაინაში ომის წარმოებისთვის.

სანქციების გვერდის ავლისთვის ყველაზე სუსტი წერტილი, მისი თქმით, არის პოტენციურად ნებისმიერი წერტილი, რომლიდანაც მეზობელი ქვეყნიდან რუსეთში შესვლა შეიძლება. ფრენების აღდგენაზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამით გაიზარდა ამგვარი წერტილების რაოდენობა. მისივე თქმით, ასეთი წერტილი არაა იმაზე სუსტი საქართველოში, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ო’სალივანს ასევე ჰკითხეს საქართველოს ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდაზე, მათ შორის მანქანების რეექსპორტის ზრდაზე. მისი განმარტებით, სანქციების თავიდან არიდებად ჩაითვლება, თუ საქართველოს მოქალაქე ევროპაში ავტომობილს რუსეთში გადაყიდვისთვის შეიძენს. თუმცა, როგორც მან განაცხადა, ასეთი შემთხვევების შესახებ არაა ცნობილი.

სხვა საკითხებზე, როგორებიცაა პერსონალური სანქციები, მან არ ისაუბრა.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...