Jump to content
Planeta.Ge

ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ საქართველოში ეს სისტემა იყოს ეფექტური - ო'ბრაიენი სანქციების გვერდის ავლაზე


„არ ვაპირებ, ვისაუბრო შესაძლო სანქციებზე ან კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის შექმნილი კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ მუშაობას გააგრძელებს, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ რუსეთთან ხდება აკრძალული ნივთებით ვაჭრობა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა ისაუბრა.

მან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორმა, კუმარ აიერმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და მედიის შეკითხვებს უპასუხეს.

ჟურნალისტების შეკითხვები შეეხებოდა იმას, არსებობს თუ არა დასავლეთის მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესების საფრთხე, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

მედია ასევე დაინტერესდა, ხედავენ თუ არა სივრცეს, რომ საქართველო გახდეს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის საშუალება ან ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.

შეკითხვები ასევე შეეხებოდა უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველოდან ელექტრონული აღჭურვილობის, მიკროჩიპების ექსპორტს.

„ბევრი დასახელების ელექტროსაქონლით ვაჭრობა იყო ლეგალური ამ წლის დასაწყისში გარკვეულ პერიოდამდე. უკვე თებერვლის ბოლოსკენ ჩვენმა მთავრობამ, ევროკავშირმა და ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადეს არალეგალური. ამის შემდეგ ჩვენ დავინახეთ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ნელ-ნელა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ეფექტური.

უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. რუსეთის ექსპორტი აღდგა საქართველოში ემბარგოს შემდეგ და ზოგი გლობალურ კომპანიას თავისი საქონელი შემოაქვს საქართველოში და რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში. ასე ვთქვათ, ჩვენი შეხვედრების და მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ და საქართველოს მთავრობა ვდგავართ ერთნაირ პოზიციაზე და მათ იციან, რომ ამ ტიპის დასახელების პროდუქცია და საქონელი არ უნდა შევიდეს რუსეთში. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ შეჩერდეს ოკუპანტი, რომელიც იპყრობს მეზობელ ქვეყანას“, – განაცხადა ელჩმა ო’ბრაიენმა.

კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო 38 დასახელების ელექტრონული საქონელი და მათზე საუბარი.

„მინდა, ასევე ხაზი გავუსვა იმას, რომ ამაზე სასაუბროდ არ ჩამოვსულვართ მხოლოდ საქართველოში. აქედან მივემგზავრებით სომხეთში. 5-6 ქვეყანაში ვართ ნამყოფი და კიდევ ბევრგან ვაპირებთ ჩასვლას. როგორ მუშაობთ ამაზე, როგორ აკეთებთ ამის იდენტიფიცირებას, ამაზე ვისაუბრეთ ბევრ შეხვედრაზე“, – აღნიშნა მან.

ელჩ ო’ბრაიენს სთხოვეს განმარტება გამოცემა Politico-სთან მის ინტერვიუსა, რომელშიც მან თქვა, რომ საქართველო და კიდევ 4 ქვეყანა რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემას ქმნიან.

„ორიგინალი ინტერვიუ „იუთუბზეა“ და შეგიძლიათ ნახოთ, რა ვთქვი სინამდვილეში. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს სხვადასხვა ქვეყანა თავისი მიზნების მისაღწევად და მათ შორის, ვიცით, რომ შეეცდება, გამოიყენოს საქართველოს ტერიტორია ამისთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოსთან და იმ ქვეყნებთან, ვსაც დიდი ვაჭრობა აქვს რუსეთთან, ვმუშაობთ ამ მიმართულებით.

რაც ვნახეთ ამ ქვეყნებში, ისაა, რომ ეს ქვეყნები ცდილობენ, გაამკაცრონ პოლიტიკა, რათა არ მისცენ რუსეთს შესაძლებლობა, გამოიყენონ მათი ტერიტორია სამხედრო მიზნებისთვის. და ეს ვნახეთ საჯარო განცხადებებში თურქეთში, ყაზახეთში და ასევე საქართველოში, იმ სააგენტოებში, რომელიც მუშაობენ ამ მიმართულებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიმუშავეთ ქვეყნებთან, რომლებმაც უნდა შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა და ჩამოვედით საქართველოში ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენის კავშირს სანქციებისგან თავის არდიებასთან, კუმარ აიერმა განაცხადა, რომ უმეტესად, სანქციებისგან თავის არიდება ხდება სახმელეთო გზით და მეტი ფოკუსი დამატებითი მექანიზმების შემოღებაზეა.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ სანქციებისგან თავის არიდების დიდი ნაწილი სახმელეთო საზღვარზე ხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვქონდა ბევრი მსჯელობა, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ შემოწმება და გავაგრძელოთ მონიტორინგი სახმელეთო საზღვრებზე.

თუმცა ფრენებიც იქნება ის სივრცე, სადაც ასევე საჭიროა, რომ განხორციელდეს ასეთი შემოწმებები“, – განაცხადა მან.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...