ბერდია სიჭინავა - ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში (ვიდეო)
ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, რომ “ოცნების” ხელისუფლება გავუშვათ ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და სტრატეგიული მიზანი, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გააფორმებენ კოალიციურ მმართველობას თუ ამის საჭიროება დადგა.
მისივე თქმით, “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გააფორმებენ კოალიციურ მმართველობას თუ ამის საჭიროება დადგა.
"მაქვს განცდა იმისი, დარწმუნებულიც ვარ, თუ მოცემულობა დაუდგებათ, “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად გააფორმებენ კოალიციურ მმართველობას, თუ არ გააფორმებენ ათხოვებენ მაინც ერთმანეთს დეპუტატებს, რომლებიც შეუვსებენ მათ იმ კვოტას, რომ მთავრობის ფორმირება შეძლონ.
ჩვენ თუ გვინდა 2024 წლიდან ნორმალური სამუშაო ვითარება დაბრუნდეს პოლიტიკაში და პოლიტიკა დაემსგავსოს პოლიტიკას, შინაარსი დაუბრუნდეს პოლიტიკას, ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, იმ იდეებზე, იმ ხედვებზე, რომლებიც გაგვაჩნია, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა კონკრეტულ იდეებს მისცენ ხმა და არა ვინმეს წინააღმდეგ, ამისთვის აუცილებელია, რომ ეს პოლიტიკური პარტიები 50%-ზე ქვევით იყვნენ, იმისთვის რომ სხვა მოთამაშეებს გაეხსნათ გზა და ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ, შესაბამისად ეს იქნება ჩვენი სტრატეგიული ამოცანა.” , - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.