Jump to content
Planeta.Ge

სებ-ის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არც პლენარულზე დაუჭირეს


ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ დავით ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს არც პლენარულ სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

მათი კანდიდატურების მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ კი ხმა სამმა დეპუტატმა მისცა, შედეგად კენჭისყრაზე ორივე საკითხი ჩავარდა.

პლენარულ სხდომაზე საკითხის ჩაგდებამდე ბაქრაძეს და ჯაფარიძეს 26 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზეც არ დაუჭირეს მხარი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარადგინა.

7 ივნისს „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ვრცელი განცხადება, რომელშიც მმართველი პარტია აცხადებდა, რომ პრეზიდენტი მიზანმიმართულად უქმნის პრობლემებს ეროვნულ ბანკს. ერთ-ერთ პრობლემად „ოცნებამ“ ისიც დაასახელა, რომ პრეზიდენტს ბანკის საბჭოს წევრებობის კანდიდატები არ ჰყავდა დასახელებული.

„ოცნებას“ უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად წარდგენას, თუმცა კანდიდატის დამოუკიდებლობა შეკითხვებს აჩენდა, რადგან მთავრობა მის წარდგენას პრეზიდენტს კატეგორიულად სთხოვდა ზეწოლის და შანტაჟის გზით.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...