Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე თავდასხმაზე - რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს: დამარცხებასა და ტრიბუნალს


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას „ტერორის გამოვლინებად“ აფასებს.

„ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა კრამატორსკის ცენტრში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაღუპულთა შორის 17 წლის გოგონაა, დაშავებულებს შორის კი 8 თვის ბავშვია.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...