არასამთავრობოები - 12 რეკომენდაციიდან, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, მედიის თავისუფლების, დეოლიგარქიზაციის და დეპოლარიზაციის პირობა არ შესრულებულა, სრულად შესრულდა 1, მეტწილად - 2, ნაწილობრივ - 5
8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რიგით მეოთხე შეფასების დოკუმენტი წარმოადგინა, თუ როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. კერძოდ, შესრულდა - ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება; მეტწილად შესრულდა - ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, გენდერული თანასწორობა; ნაწილობრივ შესრულდა - საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები, დამოუკიდებელი სასამართლო, ანტიკორუფციული ზომები, მოწყვლადი ჯგუფების დაცვა, დამოუკიდებელი სახალხო დამცველი; შესასრულებელია - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია.
მათივე ცნობით, სტატუსმეტრის წინა ანგარიშებმა ცხადყო, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან.
პირობების შესრულების კუთხით, 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით, მცირე, თუმცა არასაკმარისი პროგრესია.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულ დოკუმენტში ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხი არ არის ასახული, რადგან 15 ივნისამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის ამ გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც აისახება შემდეგ დოკუმენტებში. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, დოკუმენტში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები: "ღია საზოგადოების ფონდი", "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", "სასამართლოს გუშაგი", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი", "მმართველობის მონიტორინგის ცენტრი", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის", "საფარი".
„დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია", - აღნიშნავენ ორგანიზაციები.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.